თბილისის N103 სკოლის გოგონათა გუნდმა ფრენბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზა
02-04-2025

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჟამად, სკოლაში გოგონათა საფრენბურთო გუნდის წარმატებას აღნიშნავენ. 

გოგონებმა ფრენბურთის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებული პირველობა მოიპოვეს. 

ახლახან, ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფრენბურთში გოგონათა და ვაჟთა სასკოლო ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრებაში 14 წელს ზემოთ ასაკის 28 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულები I, II, და III საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ და ვაუჩერები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

გამარჯვებულები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...