ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეურთდა.
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ამავე სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეთა ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი სახალისო და საინტერესო აქტივობები განხორციელდა.
მიწვეულ სტუმრებთან ერთად თბილ და სასიამოვნო გარემოში მოსწავლეებმა ნახეს მხატვრული ფილმი - „არაქისის შევარდენი“.
კინოჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია. მოსწავლეებმა საკითხის შესახებ იმსჯელეს, დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს.
დასასრულს მიწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ვიდეო: