საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოუფელ გომბორის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
21 მარტს სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
21 მარტი მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური საზოგადოების მხარდაჭერის დღეა. ამ დღის მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს, რომ ყოველი ადამიანი უნიკალური და ფასეულია და ყველას აქვს თანაბარი უფლებები, სწორედ ამ მიზას ემსახურებოდა გომბორის საჯარო სკოლაში გამართული საინფორმაციო შეხვედრაც.
სკოლის სპეცმასწავლებელმა - მაკა გვირჯიშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აქტივობებში, მოირგეს ფერადი წინდები, რომელიც როგორც პრეზენტაციიდან შეიტყვეს, ქრომოსომას განასახიერებს.
ღონისძიების ბოლოს კი სკოლის მოსწავლეებმა ეზო თემატური ნამუშევრებით მოხატეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
იხილეთ ფოტოები: