ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ახლახან, მე-4 კლასში „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა, ანა პეტროსიანმა და ბილინგვური სწავლების სპეციალისტმა - მარიამ ზარიძემ საინტერესო აქტივობა გამართეს.
გაკვეთილის თემა იყო - ავტომობილები, რომლებითაც ძირითადად მგზავრობენ პატარა მე-4 კლასელები.
მოსწავლეებმა პედაგოგ ანა პეტროსიანის დახმარებით, მშობლიურ ენაზე ჩამოთვალეს ყველა ის მანქანა, რომელსაც ცნობენ, შემდეგ კი პედაგოგ მარიამ ზარიძის დახმარებით, სიტყვები ქართულად თარგმნეს.
ბავშვებმა მანქანების სახელები ქართულად ჩამოწერეს და ორ სვეტად განათავსეს აფიშაზე.
ერთ მხარეს ჩამოწერეს ავტომობილები, რომლითაც უმგზავრიათ, მერე სვეტად კი დაწერეს მათთვის უცნობი ავტომანქანები.
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს დავალება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
„აქტივობამ გაზარდა მოსწავლეების მოტივაცია, ქართული ენის ცოდნა, გაეცნენ ქართულ ენაში არსებულ ზოგიერთ სიტყვას. ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ, მასწავლებლები კი - ძალიან კმაყოფილენი“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: