„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა, სიყვარული და პატივისცემა“- ზედა ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგი ელგა კურასპეტიანი
02-04-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგი ელგა კურასპეტიანი საკუთარ საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით უდგება. 

აღნიშნავს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, შესაბამისად სწორედ ასეთ გარემოს უზრუნველყოფს საკლასო ოთახში. საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ღირსეულად ემსახურება განათლებული და ერუდირებული თაობის აღზრდას. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებელი ელგა კურასპეტიანი პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლისა და მასწავლებლის უფლება-მოვალეობების დაცვას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ...

- რადგან ისინი არიან გულწრფელები, ტოლერანტები და შრომისმოყვარეები.  

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მაღალ პროფესიონალიზმს. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- საყვარელი საქმისა და სიკეთის კეთება. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- „თევზი ხეზე“,  „დათა თუთაშხია“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სასკოლო ექსკურსიები, როლური თამაშები და ღონისძიებები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...