სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სიცილის საერთაშორისო დღეს იუმორითა და სიმღერებით გაჯერებული ღონისძიებით შეხვდნენ
02-04-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი ცოდნის მიღება არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სახალისო და სასიამოვნოა. 

სკოლის მოსწავლეები იუმორითა და სიმღერებით გაჯერებული, ულამაზესი ღონისძიებით შეხვდნენ პირველ აპრილს - სიცილის საერთაშორისო დღეს. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა, ბევრი იმხიარულეს და სიცილით გული იჯერეს. 

აღსანიშნავია, რომ სამიქაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მათ არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობდნენ. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები -  ზლატა კვანტალიანი და შორენა შუბლაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...