თბილისის N115 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დახუნძლულია მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებებით, რაც ბავშვების მოტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, 1-ელი3 კლასში გამართული გაზაფხულის პირველი დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ცისანა ლილუაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. პედაგოგმა ღონისძიებაზე მოიწვია პოეტი და მწერალი გივი ჩიღვინაძე.
ღონისძება გაჯერებული იყო მუსიკალური ნომრებითა და ლიტერატურული კომპოზიციებით.
მოსწავლეება დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და გაიხსენეს სახელოვანი ქართველი ქალები, დედები და დედოფლები.
ღონისძიება მუსიკალურდ გააფრმა პედაგოგმა - ნანა ზარქუამ.
იხილეთ ფოტოები: