ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გამომუშავებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
სკოლის მე-4 კლასში გაიმართა პროექტი თემაზე - „21 მარტი, ტყის საერთაშორისო დღე, ხეების დარგვა და მცენარეების მოვლა“, რომელიც ხორციელდება „ასოციაცია ბიოს“ დაფინანსებით, ინიციატივის - „ნაბიჯი მომავალში - ჩემი პროექტების გამოფენა“ ფარგლებში.
პროექტი მოიცავს სხვადასხვა თემებს კლასების მიხედვით და მისი ხელმძღვანელია ხათუნა გოგალაძე.
პროექტის მიზანია ბავშვებმა გაიგონ ტყის და მცენარეების მნიშვნელობა, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით პროცესებში და განავითარონ ბუნების დაცვის უნარები.
მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტყეზე და მათ ბინადრებზე.
შეხვედრის დროს, აქტივობაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, ისაუბრეს ფოთლოვან და წიწვოვან მცენარეებზე, რომლებიც ადგილობრივ პირობებშია გავრცელებული. წაიკითხეს გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი მოთხრობები და ლექსები, შეასრულეს ნახატები და უპასუხეს კითხვებს, ტყის მნიშვნელობის შესახებ, დარგეს ხეები, მოსწავლეებმა ბევრი ინფორმაცია მიიღეს ტყის მნიშვნელობის შესახებ.
მოსწავლეთა მასწავლებელი მედეა ობოლაძე გახლავთ, კლასის ხელმძღვანელი კი ნათია მურადოვა, რომლებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: