ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე  საგანმანათლებლო კონფერენციას დაესწრო
03-04-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

„პროფესიული განვითარება არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გულისხმობს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. ჩვენი სკოლის პედაგოგები მუდმივად ეძიებენ სიახლეებს და აქტიურად იღებენ მონაწილეობას პროფესიული ზრდის პროცესში“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ პედაგოგთა აქტიურობა. 

ახლახან, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ ციცვიძე დაესწრო English Book Education-ისა და Macmillan Education-ის ერთობლივ კონფერენციას, რომელსაც უძღვებოდა დეივ სპენსერი (Dave Spencer), რომელიც გახლავთ ბესტსელერი სერიის Gateway-ის ავტორი და საერთაშორისო ტრენერი.

კონფერენცია პედაგოგისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

„გვჯერა, რომ თამარი ნაყოფიერად გამოიყენებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი სკოლის მოსწავლეების განათლების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. წარმატებები საუკეთესო თამარს!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...