ქართული ლიტერატურისა და მათემატიკის საოცარი სინთეზი და ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭადვი გაკვეთილი
02-04-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი, რომელიც ქართული ლიტერატურისა და მათემატიკის საოცარ სინთეზს წარმოადგენდა და ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მე-3 კლასელთათვის.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარა გულებმა, სიყვარულით სავსე თვალებით, დედებს მიუძღვნეს განსაკუთრებული საჩუქარი - ემოციური მოგზაურობა ლაბირინთში.

გაკვეთილი დაიწყო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „დაკარგული ბავშვი“ კითხვით.

ლაბირინთი კი არა მარტოო მათემატიკურ ამოცანებს, არამედ დედის დაკარგვის ტკივილს და სიყვარულის ძალას აერთიანებდა.

ლაბირინთის ბოლოს, თითოეულმა ბავშვმა თავისი დედა იპოვა. ეს იყო ემოციური მომენტი, რომელიც ადასტურებდა დედისა და შვილის უპირობო სიყვარულს.

„ამ გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედის სიყვარული და მხარდაჭერა ჩვენს ცხოვრებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...