ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატის“ ნორჩ მკითხველთა კლუბის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
02-04-2025

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პიორიტეტული საკითხია, პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და წიგნის კითხვის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან. 

ახლახან, სკოლა „ორნატის“ მე-7 კლასში ნორჩ მკითხველთა კლუბის წევრთა პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა ალექსანდრე ყაზბეგის - „ხევისბერი გოჩა“ განიხილეს და ნაწარმოების მთავარ სათქმელსა და დედააზრს ჩაუღრმავდნენ, ხოტბა შეასხეს მწერლის ოსტატობასა და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი სოფიკო აბესაძე, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...