ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევია.
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და გაკვეთილებს მათ ინტერესებზე მორგებული აქტივობებით უმრავალფეროვნებენ.
1-ელ აპრილს სკოლაში სიცილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოწაფეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, ბევრი იხალისეს და სიცილით გული იჯერეს.
„გავუღიმოთ და მივანიჭოთ ერთმანეთს სიცილი“,- აღნიშნავენ სკოლაში მოსწავლეებს კიდევ არაერთ სახალისო აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: