ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
27 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, სადაც დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.
მე-3 კლასის მოსწავლე ვახო ოსეფაიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მე-5 კლასის მოსწავლე ნიკა ჩხიკვაძე მესამე ადგილზე გავიდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„კიდევ ბევრი წარმატება ამ ბავშვებს ცხოვრების დიდ გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: