„დაე, თქვენით იამაყოს მამულმა!“ - არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური გაცილება
21-06-2018

არაშენდის საჯარო სკოლის მე-4 ა და ბ კლასებში დამრიგებელ ხათუნა ბაწელაშვილისა და დიანა თევდორაშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე ბავშვებმა მუსილაკური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები.

კლასებში საზეიმო განწყობა სუფევდა და ეს ბედნიერება მთელ სკოლას მოეფინა.

მოსწავლეები მადლობითა და დიდი სიყვარულით ემშვიდობებოდნენ სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე, პედაგოგები კი სიამაყით აცილებდნენ მათ:

„ყველაფერი ელავდა, ყველაფერი სიხარულით მღეროდა ... მათ ხომ მეოთხე კლასი დაამთავრეს და მე-5-ში მიეშურებიან. ოთხი წელი, რა დრო გასულა... თვალცრემლიანებმა გაიხსენეს წელიწადის დროებივით გაფრენილი, განვლილი კლასები და უფრო დიდი იმედებით, უფრო საინტერესო ცხოვრების მოლოდინით დაასრულეს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე.

ჩვენ მოვდივართ - გაისმოდა სცენაზე გულიდან ამოსული სიტყვები.  

ფეხბედნიერად გევლოთ! დაე, დაგეპყროთ ცოდნის მწვერვალები. დაე, თქვენით იამაყოს მამულმა!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203