ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ტკბილი გაკვეთილი“ და სიცილ-კისკისით აღნიშნული 1-ელი აპრილი 
02-04-2025

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცეია, გაჯერებულია მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებით, გათვალისწინებულია მათი ინტერესები და სურვილები. 

1-ელ აპრილს სკოლაში სიცილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

„პირველ აპრილს დილით
 არა მჯერა ცხრილის“,- ასტრიდ ლინდგრენის ამ ფრაზით დაიწყო მოსწავლეთა გაკვეთილი. 

„ლოგიკის, საკოორდინატო სიბრტყეზე ორიენტირების ტკბილი გაკვეთილი“,- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში, რომელიც მოსწავლეებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. 

„ღმერთმა მოგცეთ, კეთილი სურვილების კორიანტელი, რაც დაფაზე დაწერეთ. სულ ისე გეხრამუნებოდეთ კანფეტები, როგორც გაკვეთილის ბოლოს მხიარულად მიირთვით.. ჯანმრთელობა მისურვებია პირველ რიგში“,- აღნიშნავს პედაგოგი თეა ურუშაძე, რომელიც მოსწავლეებს სახალისო აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...