მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
21 მარტს სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა, გაიმართა არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა.
პედაგოგები მოსწავლეებს ესაუბრნენ დაუნის სინდრომის რაობაზე და მოწაფეებთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამხსვრიეს.
მოსწავლეებმა გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და გაერთიანდნენ სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“.
ღონისძიებამ ხაზი გაუსვა მეგობრული და ტოლერანტული საზოგადოების არსებობის მნიშვენლობას.
იხილეთ ფოტოები: