„გადავარჩინოთ დედამიწა!“ - ჭალადიდის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემაზე კონფერენცია გაიმართა
02-04-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლაში პედაგოგ შორენა მურუსიძის ხელმძღვანელობით გარემოსდაცვით თემაზე კონფერენცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ნარჩენების გადამუშავებისდა ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„გადავარჩინოთ დედამიწა! დედამიწელებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! ეკოსისტემაზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება! ხვალ იქნებ უკვე გვიან იყოს!“,- აღნიშნული ლოზუნგები გააჟღერეს მოსწავლეებმა ღონისძიებაზე და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...