ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში გაიმართა ეკოლოგიური კონფერენცია სახელწოდებით - „ტყე შეუნახე შვილებსა…“
კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა და მასში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობდა.
ღონისძიების მიზანი იყო ტყისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმა, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვა გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად.
კონფერენციის ფარგლებში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, მოიძიეს ინფორმაცია ტყეების დეგრადაციის, გაუდაბნოებისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ. მათ მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს ტყის განადგურების მთავარ საფრთხეებზე, მათ შორის უკანონო ჭრაზე, ხანძრებზე და ბიომრავალფეროვნების შემცირებაზე.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები, სადაც პრიორიტეტულ თემად დაისახა საზოგადოების ცნობადობის ამაღლების აუცილებლობა, მოეწყო ინტერაქტივი, მოსწავლეებმა უპასუხეს პედაგოგ შორენა მურუსიძის დასმულ შეკითხვებს.
კონფერენციის ბოლოს დაისახა სამოქმედო გეგმა და სამომავლო ნაბიჯები, რომელიც არაერთ ეკოაქტივობას მოიცავს.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: