უშაფათის საჯარო სკოლისა და მე-8 კლასის მოსწავლის - ლიზი ზარიძის წარმატება მუსიკალურ კონკურსში
02-04-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის - ლიზი ზარიძის მუსიკალური წარმატება გრნადიოზულად აღინიშნა. 

25 მარტს ქალაქ სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის სცენაზე ქართული თუ უცხოური კინომუსიკის ჰანგები აჟღერდა.

ღონისძიებაზე სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - ელისო შურღაიამ სერტიფიკატი გადასცა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლას მუსიკალურ კონკურსში - „ააჟღერე კინომუსიკა“ მონაწილეობისათვის.

უშაფათის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლიზი ზარიძეს კი კინოფილმიდან „ტიტანიკი“ შესრულებული სიმღერისათვის და პირველი ადგილის მოპოვებისათვის გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო. 

უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორის ლორინა ჩხეტიას გადაწყვეტილებით კი, როგორც მოსწავლეს, ასევე კლასის ხელმძღვანელს, მუსიკის მასწავლებელს - მალხაზი ბოკუჩავას გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...