ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
02-04-2025

ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან. 

მეექვსე წელია ტყიბულის N1 საჯარო სკოლა მონაწილეობს გუნდურ ინტელექტუალურ კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 2025 წლის გაზაფხულის სასკოლო ტურიც ტრადიციული აქტიურობით წარიმართა. 

U 5 (III; IV; V კლასები) კატეგორიაში მონაწილეობლა 10 გუნდი, რომელთაგან გამარჯვებული გახდა IVბ კლასის გუნდი - „არწივები“ (კლასის ხელ-ლი: მანანა მანაგაძე);

U8 (VI; VII; VIII კლასები) კატეგორიაში მონაწილეობდა 7 გუნდი, გამარჯვებული VIIIა კლასის გუნდი „ვარსკვლავები“ (კლასის ხელ-ლი: ნათია არაბიძე) გახდა. 

U12 ( IX; X; XI; XII კლასები) კატეგორიაში იასპარეზა 4-მა გუნდმა, გამარჯვება კი Xა კლასის გუნდმა - ,,the X" (კლასის ხელ-ლი: ეკატერინე მიქიაშვილი) მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ მათ საქალაქო ჩემპიონატზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...