თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში ნოვრუზის დღესასწაულს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
02-04-2025

ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება დიდი ზარ-ზეიმითა და სადღესასწაულო განწყობით წარიმართა. მოსწავლეებმა მხატვრული შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს, წარმოადგინეს ტრადიციული ცეკვები, მუსიკალური და სასცენო ნომრები, რომლებიც ნოვრუზის კულტურულ მნიშვნელობასა და სილამაზეს ასახავდა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებითა და თეატრალური წარმოდგენებით ნამდვილი სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნეს.

ფერადი დეკორაციებით, ტრადიციული ატრიბუტიკითა და სადღესასწაულო ელემენტებით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას ქმნიდა. მოსწავლეებმა ახალი სიცოცხლისა და გაზაფხულის დადგომის ნიშნად, ტრადიციული რიტუალებიც შეასრულეს.

ღონისძიების ბოლოს სკოლის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში შეიტანა წვლილი. 

ღონისძიება სასიამოვნო ემოციებით დასრულდა, თუმცა შთაბეჭდილებები ყველას დიდხანს გაჰყვება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...