ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მხარადაჭერილია მოწაფეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
შიდასასკოლო ჩემპიონატი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეება ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მათ შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: