ზარიძეების საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში, ზედიზედ მესამედ მოიგო რეგიონის პირველობა
02-04-2025

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მორიგ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის ვაჟთა გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო რეგიონის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სრულიად სასკოლო საზოგადოება ულოცავს ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას. ზარიძეების საჯარო სკოლის სავალი გზა მხოლოდ წარმატებებზეა ორიენტირებული!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

გუნდში ირიცხებიან მოსწავლეები - გიორგი ღვინიაშვილი, ვასილ მგელიაშვილი, ნიკა ქაშიაშვილი, ილია მგელიაშვილი და დავით ქაშიაშვილი.

მოსწავლეთა პედაგოგები არიან ნადია უშიკიშვილი და ილია სისაური, რომლებიც მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებას ახალისებენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...