საბეჭისის საჯარო სკოლაში ტყის მნიშვნელობის და დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
02-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის საბეჭისის საჯარო სკოლაში, ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

გეოგრაფიის კლუბის „თრიალეთის“ წევრებმა კურატორის ნინელი ვიბლიანის ორგანიზებით ჩაატარეს ძალიან საინტერესო და ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ტყის საერთაშორისო დღეს.  

მოსწავლეებმა ისაუბრეს ტყის დაცვის მნიშვნელობებზე და რა გავლენას ახდენს ტყეები გარემოზე, ჰაერის ხარისხზე, კლიმატის ცვლილებაზე და ბიომრავალფეროვნებაზე. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ტყის დაცვისა და აღდგენის მიზნით უნდა იყოს განხორციელებული.

ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოებას ტყის დაცვის მიმართ შეგნებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.

აქტივობის მიზანი იყო ტყის მნიშვნელობის და დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...