ხიხანის საჯარო სკოლის VII-IX კლასების მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებით მიზნით, პრეზენტაცია გამართეს
03-04-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კაპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლის VII-IX კლასების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შექმნეს პოსტერები და ცნობიერების ასამაღლებლად და გააცნეს უმცროსკლასელებს. ამ აქტივობით უფროსკლასელებმა უმცხროკლასელების ცნობიერების ამაღლებას შეუწყვეს ხელი. 

მათ პატარებს მარტივი და გასაგები ენით გააცნეს ტოლერანტობის, მეგობრობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ინტერაქტიული პრეზენტაციის ფარგლებში, პატარა მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები.

აქტივობამ ხელი შეუწყო სოლიდარობის გაღრმავებას მოსწავლეებს შორის. ინიციატივამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიური საზოგადოების ფორმირება, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს თავისი უნიკალური შესაძლებლობები და ადგილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეო 1, ვიდეო 2

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...