მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით, მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებით აქტივობაში და შექმნეს პოსტერები თემაზე — „დავიცვათ ჩვენი სახლი - დედამიწა“.
ინიციატივის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრება და საკუთარი პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერება.
ბავშვებმა შექმნეს თვალსაჩინო და შთამაგონებელი პოსტერები, რომლებზეც ასახული იყო პლანეტის დაცვის გზები და გარემოსდაცვითი მოწოდებები.
მოსწავლეთა ნამუშევრები გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და ფერადოვნებით.
აქტივობა ჩატარდა როგორც საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში, ასევე მისი ფარგლებს მიღმაც და მოიცავდა დამოუკიდებელ კვლევასა და პრეზენტაციას.
ღონისძიებამ დადებითი ემოცია და დიდი ინტერესიც გამოიწვია.
მსგავსი აქტივობები აძლიერებს ეკოლოგიური თემებისადმი მოზარდთა ინტერესს და ხელს შეუწყობს მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას.