გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
03-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

დღესასწაული რომელიც ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს, აღინიშნება, მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

ღონისძიება, რომელსაც კონსულტანტ-მასწავლებელი ლია მარგიშვილი ხელმძღვანელობდა, დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მოსწავლეებში კითხვის სიყვარულისა და ლიტერატურის მნიშვნელობის გაცნობიერებას ისახავდა მიზნად.

მოსწავლეები მონაწილეობდნენ საყვარელი წიგნების პრეზენტაციაში – ბავშვებმა წარადგინეს საყვარელი წიგნები, ისაუბრეს რატომ არის ეს ნაწარმოები მათთვის განსაკუთრებული.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს ლიტერატურა ადამიანის აზროვნებასა და ემოციებზე. 

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კითხვის როლს მოზარდების განათლებასა და პიროვნულ განვითარებაში. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ახალი წიგნები, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და გააცნობიერეს, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ წარმოსახვისა და კრეატიულობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...