წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს. როგორც წესი, სააღდგომოდ უქმე დღეებში სკოლები ისვენებენ.
აღდგომის არდადეგებამდე ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა - დაისვენებენ თუ არა დიდ ხუთშაბათს სკოლები? - ამ შემთხვევაში პასუხი ცალსახა და მკაფიოა. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხუთშაბათი ოფიციალური დასვენების დღე არ არის, ამ დღეს სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხოლო სააღდგომო დასვენება წითელ პარასკევს იწყება და ორშაბათის, მიცვალებულთა ხსენების დღის ჩათვლით გრძელდება - წელს ეს თარიღები 18-21 აპრილია.