ვის მიეცემა გამოცდებზე დამატებითი რეგისტრაციის საშუალება - NAEC
02-04-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად დასრულებული რეგისტრაციისა, აპლიკანტების ნაწილს დამატებითი ვადა 10 აპრილის 18:00 საათამდე მიეცემა.

თუ გამოსაცდელს რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18:00 საათამდე ჰქონდა გადახდილი, მაგრამ რაიმე მიზეზით რეგისტრაციის პროცესი ვერ დაასრულა, ამის შესაძლებლობა 10 აპრილის 18:00 საათამდე ექნება. ამავე ვადამდე აქვტ აბიტურიენტებს დრო მიუთითონ ან შეცვალონ ჩასაბარებელი საგნები და აირჩიონ საგამოცდო ქალაქი.

დაიმახსოვრეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში თუ თქვენ არ გამოიყენებთ შენახვის ღილაკს, სისტემა ვერ დაიმახსოვრებს ინფორმაციას!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...