ოთხშაბათს სკოლები და ბაღები ისვენებს, რამდენი დამატებითი უქმე დღეა აპრილში
04-04-2025

ოფიციალური უქმე დღეები სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული და ამ დღეებში საჯარო უწყებები და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც ისვენებენ.

აპრილში საჯარო სკოლები დაისვენებენ 9 აპრილს - 1989 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით  რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს.  თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს.  დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი, ხოლო 4 მამაკაცი იყო. გარდაცვლილებს შორის იყო არასრულწლოვანებიც.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

სკოლებსა და ბაღებში დასვენებაა სააღდგომოდაც - წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს

სააღდგომო დასვენება წითელ პარასკევს იწყება და ორშაბათის, მიცვალებულთა ხსენების დღის ჩათვლით გრძელდება - წელს ეს თარიღები 19-21 აპრილია.

რაც იმას ნიშნავს, რომ დასვენების დღეები იქნება 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით. 22-ში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...