ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ქართველი თანამედროვე მწერლის - გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ და ცნობილი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის - „ყაჩაღის პატარა ასული“ წაიკითხეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ნახეს მულტფილმი - „მაშველები- წიგნის კითხვა“, რომელიც წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას ეხებოდა.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას, ბავშვების განათლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაში. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ წარმოსახვისა და შემოქმედებითობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
ღონისძიება დაწყებითი კლასის მასწავლებლების - ნინო სალიასა და ელენე სიხარულიძის ორგანიზებით გაიმართა.
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად, მთელ მსოფლიოში, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: