ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
21 მარტს, ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეების ტყის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. ტყის და ბუნებრივი რესურსების დაცვისკენ მოწოდებული დღე სკოლის მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ეკა ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით აღნიშნეს. აქტივობა ღია ცის ქვეშ ჩატარდა და მისი მიზანი იყო მომავალ თაობაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა ბუნების დაცვის თემაზე. მოსწავლეებსა და სტუმრებს შორის გაიმართა დისკუსია, კითხვა- პასუხი, მცენარეების დარგვასა და მოფრთხილებასთან დაკავშირებით.
იხილეთ ფოტოები: