ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის გამოწვევას აქტიურად შეუერთდნენ და „ოქროს“ სერტიფიკატებიც დაიმსახურეს
03-04-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში მხარს უჭერენ და ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან. 

ახლახან, ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებული საზაფხულო კითხვის გამოწვევაში.

პროექტს ადგილზე ზედამხედველობას უწევდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლასთან არსებული „წიგნის კლუბი“ (ხელმძღვანელი - ნათია ღლონტი).

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს მხატვრული ლიტერატურა, შესაბამისი მონაცემები გადაგზავნილი იქნა პროექტის ორგანიზატორებთან.

ნინოშვილის სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეების - ანი მარგალიტაძის და ლიზი ჩხარტიშვილის, ასევე მე-9 კლასის მოსწავლის - ლიზი წერეთლის წაკითხული წიგნების რაოდენობა შეფასდა „ოქროს“ სერტიფიკატებით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია, კიდევ უფრო მეტი წიგნი წაიკითხონ სამომავლოდ.

„სკოლა წარმატებას უსურვებს თავის მოსწავლეებს ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტივობებში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...