ქუთაისის N38 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს პროექტი-პრეზენტაცია მიუძღვნეს 
03-04-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლის სპეციალურმა მასწავლებლებმა აუტისტური სპექტრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, განახორციელეს მცირე პროექტი-პრეზენტაცია, სადაც ხაზი გაესვა ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას. 

პედაგოგებმა ისაუბრეს აუტისტური სპექტრის რაობაზე, სტერეოტიპები დაამსხვიეს და მითები რეალობისგან გამიჯნეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დავაფასოთ მრავალფეროვნება და შექმნათ მეტად ინკლუზიური გარემო.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაში. მნიშვნელოვანია, დავაფასოთ მრავალფეროვნება და შექმნათ მეტად ინკლუზიური გარემო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის დასასრულს წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ფუნქციური, აკადემიური თუ შემეცნებით უნარების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ 2 აპრილი  აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...