ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-12 კლასელმა მათე გოგელიძემ კიკბოქსინგის პროფესიონალთა ტურნირში  „ოქროს ქამარი“ მოიპოვა 
03-04-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალისებენ და მხარს უჭერენ მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებას და ამაყობენ მოტივირებული მოსწავლეების მიღწევებით. 

ამჟამად, სკოლაში მე-12 კლასის (დამრიგებელი: ირინე ყურაშვილი) მოსწავლის - მათე გოგელიძის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

30 მარტს, ქალაქ ახალქალაქში გამართულ კიკბოქსინგის პროფესიონალთა ტურნირში მათე გოგელიძემ წარმატებით იასპარეზა, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და „ოქროს ქამრის“ ტიტულის მფლობელი გახდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებით და გამარჯვებით მიღებული სიხარული, მრავლად ყოფილიყოს მათეს ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...