თბილისის N143 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამ მიზნით კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადსხვა ტიპის სპორტული აქტივობები იმართება.
ამჯერად სკოლაში X, XI და XII კლასის ვაჟ მოსწავლეებს შორის (სურვილის მიხედვით) ჩატარდა ტურნირი 16 კგ-იანი გირის აწევაში. ტურნი საინტერესოდ წარიმართა და მან მოსწავლეთა ნაწილში დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანისნავია, რო, ტურნირის ბოლოს გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილოსანი მოსწავლეები, რომლებსაც შესაბამისი მედლები და სიგელები გადაეცათ.
I ადგილი დაიკავა XIგ კლასის მოსწავლემ დავით გელაშვილმა,
II ადგილი - Xგ კლასის მოსწავლემ გიორგი უშხვანმა,
III ადგილი - Xგ კლასის მოსწავლემ გიორგი გურასპაშვილმა.