ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და მათ არაფორმალურ განათლებაში ჩართვას მაქსიმალურად უწყობენ ხელს.
წაღვლის საჯარო სკოლისმოსწავლეები არარეთ საგანმანათლებლო ინტეელქტუალურ კონკურსებსა და ოლიმპიადებში იღებენ მონაწილეობას და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევენ, რაც სკოლისთვის ყოველთვის საამაყოა.
ამჯერად მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადაზე და მიღწეული შედეგებისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ მე-2 და მე-3 კლასის გამარჯვებულ მოსწავლეებს:
1. აბულაძე მარიამი
2. დოლიაშვილი კესო
3. მაჭარაშვილი გვანცა
4. კილაძე დავითი
5. ელენე ზიბზიბაძე
პედაგოგი არჩილ ლომიძე ამაყობს მოსწავლეების წარმატებიტ და მათ წინ უფრო დიდ გამარჯვებებს უსურვებს.