გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს 
07-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

XI კლასელების მოსწავლეებმა ახლახან იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემაც გახდათ - New Zealand.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ახალი ზელანდიის შესახებ - შეისწავლეს ქვეყნის გეოგრაფია, ისტორია, კულტურა, ბუნება, ეკონომიკა და ღირსშესანიშნაობები. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, რაც ვიზუალური მასალებითა და ინგლისურენოვანი კომენტარებით გაამრავალფეროვნეს.

დავალებამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ თემის სიღრმისეულად შესწავლას, არამედ ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენებას. იმავდროულად, მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს პრეზენტაციის, კვლევისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...