ალპანის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაზე გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრება ჩატარდა 
03-04-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრება, Tower of knowledge( ცოდნის კოშკი) ჩატარდა ინგლისურ ენაზე.

შეჯიბრების მიზანი იყო ბავშვებს გამოეცადათ ინგლისურის ცოდნის დონე, რაც შეიძლება კომფორტულ და მხიარულ გარემოში. შეჯიბრებაში მონაწილეობა ყველა მოსწავლემ მიიღო.

კონკურსის წესების მიხედვით მოსწავლეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, რომლებსაც თავიანთი კაპიტნები ჰყავდათ. კაპიტნები ირჩევდნენ თითო წევრს ჯგუფიდან და შემდეგ არჩეული მოსწავლეები ცდილობდნენ დაესწროთ პასუხის გაცემა. პასუხის მიხედვით კი ერთ ან მეორე მოსწავლეს, თამაშ „Jenga“-ს წესების მიხედვით, უნდა ეცადა არ დაენგრია კოშკი.  ბავშვებმა შეჯიბრებაში თავი არა მარტო ინგლისურის ცოდნაში, არამედ კონსტრუქციულ უნარებშიც გამოიჩინეს, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა კონკურსი.

აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მათი მოტივაციისა და ჩართულობის გათვალისწინებით კი მომავალშიც დაიგეგმება მსგავსი ტიპის შემეცნებითი და გასართობი კონკურსები და შეჯიბრებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...