ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ფრანკოფონი მოსწავლეები და მათი შემოქმედებითობით მოხიბლული საზოგადოება 
04-04-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და დიდი მონდომებით სწავლობენ. ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

ამჟამად, მოსწავლეები ფრანკოფონიის დღეებს შეუერთდნენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ენათა ცენტრში, ფრანკოფონები შეიკრიბნენ. უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს. 

ღონისძიებაზე ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე სიმღერები შეასრულეს. ნიკა ხაინდრავას შესრულებულმა ქართულ-ფრანგულმა სიმღერებმა საზოგადოება მოხიბლა. ლიზი  ვაშაყმაძემ და ხატია ბაკურაძემ კი ღონისძიების სტუმარი მათი ნამუშევრებით აღაფრთოვანეს. შთამბეჭდავი ნამუშევრები წარმოდგინა ღონისძიებაზე ელისაბედ (ლიზი) ხურციძემ. იმღერერა და ვიოლინოც ააჟღერა წიწილაშვილმა

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობითა და შემოქმედებითობით ხარობენ და სკოლის დირექტორს - ნინო ვარდოსანიძეს მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის. 

„ლამაზ, სიყვარულის ენად აღიარებული ფრანგული ენისათვის დამახასიათებელი ჟღერადობა

მშვიდი გარემო, მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემა, მეგობრული დამოკიდებულება, მე- 40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასიამოვნოდ შესრულებული სიმღერები, მოსწავლეთა მიერ, გულისხმიერებით, ფაქიზად შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და ამ ყველაფრისგან შექმნილი სასიამოვნო განწყობა.

უღრმესი მადლობა, ამ ლამაზი დღის ორგანიზებისთვის, თანამშრომლობისთვის, ყურადღებისთვის, ქალბატონებს: ეკატერინე გაჩეჩილაძეს, მაია ოქროპირაშვილს.

მადლობა მე-40 საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ხაინდრავა ნიკას (Xl კლასი.დამრიგებელი: ბ. სვანიძე) რომელიც ყურადღებით, ენთუზიაზმით, პასუხისმგებლობით მოეკიდა გადაწყვეტილებას და მსმენელიც მოხიბლა მისივე არჩეული სიმღერებით: Bellle (ფრანგულად) და „სამშობლო“ (ქართულად), გიტარის თანხლებით. ვაშაყმაძე ლიზის და ბაკურაძე ხატიას, რომლებმაც ჯერ პარიზში გვასახელეს, ფრანკოფონიის ღონისძიებაზე თავიანთი ნამუშევრების გამოფენით და რადგან ნახატები იქ დაიტოვეს, დაუზარელად შექმნეს ახალი და აქაც შეიტანეს თავიანთი წვლილი. არც კი დაფიქრებულა მონაწილეობის მიღებაზე ელისაბედ (ლიზი) ხურციძე (lX კლასი, დამრიგებელი: თ. მეშველიანი) თავის თავში დარწმუნებულმა, რომ ამ საქმეს პირნათლად შეასრულებდა, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მართლაც მოგვხიბლა თავისი ნამუშევრებით. სასიამოვნოდ, გაბედულად შეასრულა, სიმღერა, ვიოლინოც ააჟღერა და მოწონებაც დაიმსახურა ჩვენმა პატარა მონაწილემ, ელენე წიწილაშვილმა (lV კლასი, დამრიგებელი ,ნ. ჟორჟოლიანი)

განსაკუთრებული მადლობა, მხარდაჭერისთვის , მე-40 საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო ვარდოსანიძეს, რომელიც ყოველთვის მასწავლებლისა და მოსწავლის გვერდით დგას.

წარმატებებს ვუსურვებ ყველა ფრანკოფონს, ყველა მონაწილეს, ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...