ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები პარიზში გამოიფინა 
07-04-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. 

სკოლის მოსწავლეები: ხატია ბაკურაძე, ლიზი ვაშაყმაძე და ლილე დვალიშვილი იმყოფებოდნენ პარიზში, მოსწავლე მხატვრების გამოფენაზე.

გოგონები ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებიც არიან. ისინი ღირსეულად წარდგნენ ფრანგი დამთვალიერებლის წინაშე.

ხატია და ლიზი მე-9 კლასის მოსწავლეები არიან, მათი დამრიგებელი თეა მეშველიანი გახლავთ, ლილე კი მე-10 კლასში სწავლობს, მისი დამრიგებლია ვალიდა კვირიკაშვილი.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ საფრანგეთში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებიც.

სკოლა მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს, პარიზში საგამომცემლო სახლ „მედუზას“ და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...