არაგვის საჯარო სკოლის დირექცია ინგლისური ენის მასწავლებელს გაიანე უნანიანის მადლობას უხდის საინტერესო და ინოვაციური მეთოდებით სწავლებისთვის
03-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიუარად მიმდინარეობს, პედაგოგები კი სხვადსხვა მეთოდებითა და მიდგომებით ცდილობენ, რომ გაკვეთილები საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს მოსწავლეებისთვის.  

საინტერესოდ მიმდინარეობს ინგლისური ენის სწავლება მეშვიდე კლასში, სადაც მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო და შემაჯამებელ ღია გაკვეთილზე რამდენიმე ქვეყნის კერძები წარმოადგინეს. ინგლისურად ისაუბრეს კერძების შემადგენლობისა და მომზადების წესების შესახებ. 

სკოლის დირექცია კმაყოფილია ინგლისური ენის მასწავლებლის გაიანე უნანიანის მუშაობით და მადლობას უხდის მას საინტერესო, ინოვაციური მეთოდებით სწავლებისთვის. უსურვებს მას წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...