კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, კაბლის თემში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლები ღონისძიებაზე საკუთარი სტენდით წარდგნენ, დამსწრეებს წარუდგინეს დღესასწაულის ისტორიული ფესვები და ტრადიციები, რომლებიც გაზაფხულის დაწყებასა და განახლებას უკავშირდება.
მოსწავლეებმა დღესასწაულის სიხარული ღონისძიების სტუმრებთან ერთად გაიზიარეს.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება და ახალგაზრდების ჩართვა ტრადიციების გაცნობასა და პატივისცემაში.
იხილეთ ფოტოები: