კაბლის N2 სკოლის მოსწავლეები ხოჯალის ტრაგედიიდან 33-ე წლისთავს მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 
08-04-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში. 

ხოჯალის ტრაგედიასთან დაკავშირებით, კაბლის თემში, კაბლის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა მემორიალური ღონისძიება.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორიული მოვლენის – ხოჯალის ტრაგედიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაფიქრება და მშვიდობის მნიშვნელობის წარმოჩენა.

მოსწავლეებმა პატივისცემით გაიხსენეს 1992 წლის 25–26 თებერვალს ხოჯალში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს, ადამიანის ღირსებაზე, თანაგრძნობასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების აუცილებლობაზე.

მათ ნათლად დააფიქსირეს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და სურვილი, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს მსოფლიოს არცერთ კუთხეში.

ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...