კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი სასწავლო პროცესი
10-04-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. ამიტომ პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს სხვადახვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობით უმრავალფეროვნებენ და აკადემიურ ცოდნასთან ერთად საჭირო უნარებს უვითარებენ

მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასელთა გაკვეთილი თემაზე - „საათი“. მათ საინტერესო და სახალისო ფორმით ისწავლეს საათის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაკვეთილი მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლა: მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები. ბავშვები ჩაერთნენ შემოქმედებით აქტივობაში, რომელმაც ხელი შეუწყო მათი კრეატიულობის, ესთეტიკური ხედვის განვითარებას. მათ კედლის საათი დაამზადეს და საინტერესო დიზაინიც შექმნეს. 

სასწავლო პროცესის ასეთი ფორმა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მამოტივირებელი აღმოჩნდა. 

გაკვეთილს პედაგოგი სემა სადიხოვა  ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...