კუმურდოს საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა 
04-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

2 აპრილს სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ.

კუმურდოს საჯარო სკოლაში ამ დღეს საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა სპეციალური მასწავლებლის - სოფიო ნიშნიანიძის დახმარებით.

მათ ერთობლივად მოამზადეს პრეზენტაცია და საინფორმაციო პლაკატები და წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას ქართულ და სომხურ ენაზე.

ღონისძიების მიზანი იყო აუტისტური სპექტრის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ინფორმაციის მიწოდება გახლდათ დამსწრე საზოგადოებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...