ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში მე-21 კლასის დამრიგებლის თამარ ქავთარაძის ინიციატივით მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გასვლითი ღონისძიებით აღნიშნეს.
„სტუმართმოყვარე მასპინძლებმა საინტერესოდ აგვიხსნეს ამ დღის მნიშვნელობა. გვაჩვენეს საბავშვო წიგნების განყოფილება, გამოჩენილი მწერლების ძველი და თანამედროვე გამომცემლობის წიგნები. გაგვცეს პასუხები ბავშვებისთვის საინტერესო კითხვებზე. ჩვენ კი წავუკითხეთ მაუგლის ისტორია, რომელსაც თემატურად საგაკვეთილო პროცესში გავდივართ“, - აღნიშნა თამარ ქავთარაძემ. რომლის თქმითაც, მოსწავლეები საკლასო ოთახს საოცარი შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაუბრუნდნენ.
აქტივობის მიზანი მოსწავლეებსი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია იყო, და იმის გააზრება იყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია კითხვა, მათ შორის კლასგარეშე ლიტერატაურის გაცნობა.
იხილეთ ვიდეო: