გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“, წარმომადგენელსა და საგნობრივ ექსპერტს უმასპინძლეს
08-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი და საგნობრივი ექსპერტი დალი მეზვრიშვილი.

ვიზიტის მიზანი იყო პედაგოგიური პრაქტიკის გაცნობა და მასწავლებლების მხარდაჭერა.

სტუმრები დაესწრნენ სხვადასხვა საგნის გაკვეთილებს, დააკვირდნენ სწავლების მეთოდებს, მოსწავლეთა ჩართულობასა და მასწავლებელთა პროფესიულ მიდგომებს.

მათ პოზიტიურად შეაფასეს საკლასო გარემო, მოსწავლეთა მოტივაცია და ის ინტერაქცია, რაც გაკვეთილებზე შეინიშნებოდა.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილეს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები, პროფესიული განვითარების გზები და ის რესურსები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...