ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას სთავაზობენ და მათ წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ.
პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ამიტომ სკოლაში მომავალ პირველკლასელებს დიდი სიყვარულით უმასპინძლეს. ბაღის აღსაზრდებელმა მომავალი მასწავლებლები გაიცნეს და სასწავლო გარემო დაათვალეირეს. პირველი მასწავლებლები მათ დიდი სიხარულით დახვდნენ და ცოდნის სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას დაჰპირდნენ.
„პირველ სკოლას ირჩევენ პირველები"- დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებების სასკოლო ჯგუფების აღსაზრდელები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად.
სტუმრებმა, მომავალმა პირველკლასელებმა დაათვალიერეს სასკოლო სივრცეები, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები, კომპიუტერული ლაბორატორია, გაიცნეს მომავალი პედაგოგები, ბოლოს სააქტო დარბაზში ნახეს ვიდეოკლიპი სახელწოდებით „რატომ ვირჩევთ პირველ სკოლას“. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სექტემბერში დიდი სიყვარულით ელიან.
იხილეთ ფოტოები: