კვათანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მიეძღვნა
03-04-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის, კვათანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და იმავდროულად, უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამის დასტურია კვათანის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც აუტიზმის  ცნობადობის ამაღლებასა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდა კვათანის საჯარო სკოლის პედაგოგი - ნინო ნარიმანიძე.

მოსწავლეებთან ჩატარებული ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად; ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ინფორმაციისთვის: აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, 2007 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.

მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...